ირაკლი კობახიძე: საქართველოში წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ერთმანეთთან შერწყმული იყო ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი

658

საქართველოში წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ერთმანეთთან შერწყმული იყო ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი, – ასე პასუხობს პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე ოპოზიციის ბრალდებებს, რომ ხელისუფლება წინასაარჩევნოდ ადმინისტრაციულ რესურსს იყენებს.
ირაკლი კობახიძის თქმით, ყველაფერი ფაქტებით უნდა იყოს გამყარებული.

”ეს ყველაფერი უნდა იყოს ფაქტებით გამყარებული. საქართველოში წარსულს ჩაბარდა ის დრო, როცა ერთმანეთთან შერწყმული იყო ადმინისტრაციული და პარტიული რესურსი. მადლობა ღმერთს, ეს ვითარება შეიცვალა 2012 წელს და ასეთი მიმართულებით ვაპირებთ მუშაობის გაგრძელებას”, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი