ალეკო ელისაშვილი: კახა კალაძეს მეორე ტურის შიშით გული უსკდება

838

„ქართულ ოცნებას“ და კახი კალაძეს გული უსკდებათ მეორე ტურის შიშით. დაძგერებულები არიან და რა ჭუჭყს არ მივრცელებენ, ცოტა ღირსეულად ვიყოთ ჩემო კახი“, – ამის შესახებ თბილისის მერობის დამოუკიდებელმა კანდიდატმა ალეკო ელისაშვილმა „რუსთავი 2“-ის ეთერში განაცხადა.

ელისაშვილის თქმით, „ქართული ოცნება“ მის წინააღმდეგ „ბინძურ“ კამპანიას აწარმოებს.

„ჩვენი კოლმეურნეობის თავმჯდომარის გასაგონად ვიტყვი, რომ ჩემს წინააღმდეგ, ალბათ ყველა ხედავს როგორი ბინძური კამპანიაა გაშმაგებული. ფეიქ გვერდებია შექმნილი, ასპონსორებენ, 100 ათასი დოლარი იმ სიბინძურეეების გავრცელებას სჭირდება… ვითომ მე პატრიარქს ვებრძვი, ვითომ ნატა ფერაძე ჩემი გუნდის წევრია და აგერ გამაკრიტიკა კიდეც ნატა ფერაძემ, არანაირი ჩემი გუნდის წევრი არ არის, ახლა ვითომ ოქრუაშვილი ჩემს კამპანიას აფინანსებს.

ჩემს კამპანიას შეხედეთ, რამე ეტყობა ოქრუაშვილის ან ვინმეს დაფინანსებულის? ხალხი რასაც მირიცხავს, აუდიტის სამსახურმა ძალიან კარგად იცის რა თანხასააც მირიცხავენ, 2 ლარს და 5 ლარს, 10 ლარსაც მირიცხავენ. ჩემო ბატონო კახი, ამ ბინძურ კამპანიას მოეშვით, თუ გინდათ პროგრამებით ვიკამათოთ, აგერ არის ბურთი და მოედანი, ვიკამათოთ, ჩემგან არ წამოსულა სიბინძურის ნატამალი“, – აღნიშნა ალეკო ელისაშვილმა.

მან თბილისელ ამომრჩევლებს მიმართა:“ ნუ შეგეშინდებათ, მეორე ტური გარდაუვალია. მთელი მიზანი, „ქართული ოცნებიდან“ ორკესტრირებული ამ ჭუჭყიანი კამპანიის არის ერთადერთი,ხელი ჩაიქინოთ, სახლში დარჩეთ, არ მიხვდიეთ, მაინც არაფერი გვეშველება. არავითარ შემთხვევაში, რამდენიმე დღე დარჩა შაბათამდე, მე ამ სიბინძურეს გავუძლებ, ყველანი მოდით არჩევნებზე, რომ ვაჩვენოთ ამ ქყევანაში, ამ ქალაქში არ არის ყველაფერი ისე, როგორც „ქართული ოცნების“ ვიღაც ბინძურ პიარშიკებს უნდათ. მოდით, ვანახოთ რა ხალხი ვართ ჩვენ, საქართველოს მოქალაქეები“.

წყარო: აიპრესი