ქუთაისის მერი სტუდენტებს შეხვდა

1028

ქუთაისის მერი შოთა მურღულია მერიის სხდომათა დარბაზში სტუდენტებს შეხვდა. 130-მა ქუთაისელმა სტუდენტმა გერმანიის სხვადასხვა ქალაქებში საზაფხულო დასაქმების პროგრამაში მიიღო მონაწილეობა. ამის შესახებ იფორმაციას ქუთაისის მერია ავრცელებს.

შოთა მურღულიამ ახალგაზრდებს მსგავსი ტიპის პროექტებში მონაწილეობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

საქართველოში საზაფხულო დასაქმების პროგრამის ერთადერთი პარტნიორი გერმანიის დასაქმების სამინისტროს მონაცემებით ქუთაისის ქართულ- გერმანული ცენტრია, რომელსაც ნანა მეგრელიშვილი ხელმძღვანელობს.

აღნიშნულ პროექტში ქართულ-გერმანული ცენტრი 2007 წლიდან არის ჩართული.

ახალგაზრდებმა ქუთაისის მერს სხვადასხვა პროექტებში მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადეს.