ირაკლი კობახიძე: კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა თბილისისა და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული

693

პარლამენტის თავმჯდომარის, ირაკლი კობახიძის განცხადებით, „ქართული ოცნების“ თბილისის მერობის კანდიდატის, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა თბილისისა და თბილისელების საჭიროებებზეა მორგებული.

ირაკლი კობახიძე დღეს, კახა კალაძესა და ბიზნესსექტორს შორის გამართულ შეხვედრას დაესწრო. როგორც შეხვედრის დასრულების შემდეგ პარლამენტის თავმჯდომარემ ჟურნალისტებს განუცხადა, კახა კალაძის საარჩევნო პროგრამა შვიდ ძირითად მიმართულებას შორის ეკონომიკურ პოლიტიკასა და ბიზნესსექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას მოიცავს.

როგორც პარლამენტის თავმჯდომარემ აღნიშნა, ის დარწმუნებულია, რომ ყველა პროექტი დედაქალაქის სწრაფ განვითარებას მოუტანს.

„კახა კალაძემ დღეს, ბიზნესსექტორის წარმომადგენლებს გააცნო თბილისის საკუთარი საარჩევნო პროგრამა, რომელიც შვიდ ძირითად მიმართულებას მოიცავს. შვიდივე მიმართულება ერთნაირად პირორიტეტულია იმიტომ, რომ საუბარია თბილისის პრობლემებზე, იმ პრობლემებზე, რომელიც აწუხებს თბილისის მოსახლეობას. საუბარია ამ პრობლემების გადაჭრის გზებზე. თითოეული ეს მიმართულება პრიორიტეტულია. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო, რა თქმა უნდა, ეკონომიკურ პოლიტიკას, სადაც კახა კალაძეს ძალიან კონკრეტული გეგემები აქვს წარმოდგენილი, მათ შორის, წარმოდგენილია პროექტები, რომელიც ბიზნესსექტორთან ძალიან მჭიდრო თანამშრომლობით უნდა განხორციელდეს. მე დარწმუნებული, ვარ რომ ეს პროექტი თბილისს სწრაფ განვითარებას მოუტანს“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

წყარო: ინტერპრესნიუსი