რუსთავში საკრებულოში თავმჯდომარისა და მოადგილეების თანამდებობები პარტია „საქართველოსთვის“ და “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრებმა გადაინაწილეს.
რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის თანამდებობაზე პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენელი ნოდარ შეროზია აირჩიეს.
პირველი მოადგილის თანამდებობა “ერთიანი ნაციონალური მოძრაობიდან” დასახელებულმა კანდიდატმა, ალექსანდრე ბერიძემ დაიკავა.
ასევე თავმჯდომარის მოადგილე გახდა პარტია “გახარია-საქართველოსთვის” წევრი ზაზა ჯაიანი.
რუსთავის მე-7 მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარე ნოდარ შეროზია 18 ხმით აირჩია. კენჭისყრაში მონაწილეობა არ მიუღია “ქართულ ოცნებას”. პარტიამ თავმჯდომარის არჩევნებში კანდიდატის დასახელებაზე უარი განაცხადა.