სენაკის საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა, “ოცნების” წევრები ისევ არ გამოცხადნენ

784

სენაკში კვორუმის არარსებობის გამო საკრებულოს სხდომა ისევ ჩაიშალა – საკრებულოს ჩანიშნულ სხდომაზე “ქართული ოცნების” არცერთი დეპუტატი არ მივიდა. სხდომას, ასევე, არ დაესწრო პარტია “საქართველოსთბის”წევრი, ედიშერ ბაღათურია.

ოპოზიციაში ამბობენ, რომ ეს არის საკუთარი ხალხის წინააღმდეგ მმართველი პარტიის მიერ მოწყობილი დესტრუქცია.

ხელისუფლების ოპონენტების ცნობით, პროცესის გაჭიანურება გახარიას პარტიასა და “ქართულ ოცნებას” შორის პოლიტიკური თანხმობით ხდება და ამით მოქალაქეები ზარალდებიან.

შეგახსენებთ, რომ სენაკის საკრებულოს 33 წევრი ჰყავს, აქედან  “ქართული ოცნებიდან” – 16; “ნაციონალური მოძრაობიდან”  – 13 და და პარტა “საქართველოდან”  – 4 წევრი. სხდომა, სავარაუდოდ, 11 იანვარს გაიმართება.