“ნაცმოძრაობა” ბათუმის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიების დაჩქარებას ითხოვს

445

ბათუმის საკრებულოს წევრის ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალების ფაქტზე, გამოძიების დაჩქარებას ვითხოვთ, – ამის შესახებ “ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” აჭარის ორგანიზაციის წევრებმა მთავრობის სახლთან განაცხადეს და საპროტესტო აქცია გამართეს.

მათი თქმით, ნუგზარ ფუტკარაძე წინასაარჩევნოდ ზეწოლის შედეგად გარდაიცვალა.

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” წევრები საერთაშორისო ორგანიზაცებს ამ საქმით დაინტერესებისკენ მოუწოდებენ.

„ნუგზარ ფუტკარაძის გარდაცვალებიდან 40 დღე გავიდა. ყველაფერი ნათელია, ადამიანი მოკლეს და ახლა ცდილობენ საქმე თაროზე შემოდონ. ცნობილი არიან დამნაშავეებიც, მაგრამ პოლიცია, რომელსაც აჭარის მთავრობის თავმჯდომარის მამა აკონტროლებს, საქმეს არ გამოიძიებს, ამიტომ გამოძიება სხვა უწყებამ უნდა გააგრძელოს”, – განაცხადა აქციის მონაწილე რეზო ხარაზმა.