ხმაურით დაიწყო ოზურგეთის საკრებულოს სხდომა. „ნაციონალური მოძრაობის“ წევრებმა საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ცრუ ჩვენების მიცემაში დაანაშაულეს და მისი თანამდებობიდან გადადგომა მოითხოვეს. საუბარია საკრებულოს წინა სხდომაზე, როდესაც დაპირისპირების დროს პოლიციამ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი, დავით მჟავანაძე დააკავა.
„ქართული ოცნება“ ოპოზიციას „პოლიტიკურ კეკლუცობაში“ ადანაშუალებს, ბრალდებას კი უსაფუძვლოს უწოდებს. დეპუტატები დღეს 12 საკითხს განიხილავენ, მათ შორისაა 2022 წლის ბიუჯეტი.