ფრაქცია “ნაცმოძრაობა” ქუთაისის მერის ხელფასის გაორმაგებას და საზოგადოებრივი ტრანსპორტის 4 მიმართულებაზე მგზავრობის ღირებულების გაზრდას აპროტესტებს

361

ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ქუთაისის მერის იოსებ ხახალეიშვილისთვის ხელფასის გაორმაგებას და ამის ფონზე საზოგადოებრივი ტრანსპორტის ოთხ მიმართულებაზე მგზავრობის ღირებულების გაზრდას აპროტესტებს.

ფრაქციის თავმჯდომარის გიგა შუშანიას ინფორმაციით, ქუთაისში, 4 მიმართულებაზე მგზავრობის ტარიფი 50-დან 70 თეთრამდე გაიზარდა, რაც ქუთაისელებისთვის დიდ პრობლემას წარმოადგენს. მისივე ინფორმაციით, ქალაქი ყოველდღიურად იცლება მოსახლეობისგან და უამრავი მოუგვარებელი პრობლემაა, ქუთაისის მერის ხელფასის 5500 ლარამდე გაზრდა კი ქუთაისელთა დაცინვაა.

როგორც ორგანიზაციაში აცხადებენ, საერთო ჯამში ქუთაისის მერიის მაღალჩინოსნების და აქტივისტების ხელფასებზე 2022 წელს 7 მილიონი ლარით მეტი დაიხარჯება.