4 წელიწადზე მეტია ხელფასები არ გაზრდილა – გორის საკრებულოს თავმჯდომარე ხელფასების გაზრდაზე

601

“ალბათ დადგებოდა ის მომენტიც, რომ არავის აღარ ექნება საჯარო მოხელედ ყოფნის სურვილი” – ამბობს გორის საკრებულოს თავმჯდომარე, დავით რაზმაძე ხელფასების გაზრდის შემდეგ.

გორის საკრებულომ ბიუჯეტი ცოტა ხნის წინ დაამტკიცა.

“ჩემი ხელფასი იყო 3 200 და 5 060 გახდა, მერის ხელფასი 5 500. მე ნამდვილად, ერთხელ და სამუდამოდ უნდა მოხდეს, ფაქტიურად ხელფასების ზრდა არ მომხდარა 4 წელიწადზე მეტია და ალბათ დადგებოდა ის მომენტიც, რომ არავის აღარ ექნება საჯარო მოხელედ ყოფნის სურვილი”, – თქვა დავით რაზმაძემ.

გორის საკრებულომ მერს, თავმჯდომარესა და სხვა თანამშრომლებს ხელფასები გაუზარდეს, ა(ა)იპ-ებს კი დაფინანსება.