გორის მერს, ვლადიმერ ხინჩეგაშვილს ხელფასი 5 500 ლარი ექნება. “ოცნების” საკრებულომ ახალი ბიუჯეტი დაამტკიცა და ანაზღაურება თითქმის 100%-ით გაუზარდა საკრებულოს თავმჯდომარესა და სხვა მაღალჩინოსნებსაც. ინფორმაციას მთავარი არხი ავრცელებს.
საკრებულოს დღევანდელ სხდომას ბოიკოტი გამოუცხადა და არ დასწრებია ენმ. ოპოზიციაში ამბობენ, რომ ახალი ბიუჯეტი მთლიანად ადგილობრივი მაღალჩინოსნებისა და პარტაქტივის ინტერესებსაა მორგებული და არაა გათვალისწინებული მოსახლეობის პრობლემები და ინტერესები.