ბათუმში ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ძლიერი შტორმის შედეგად პირსის ნაწილი ჩამოინგრა

529

ბათუმში, ახალი ბულვარის ტერიტორიაზე ძლიერი შტორმის შედეგად პირსის ნაწილი ჩამოინგრა, ასევე მიმდებარე ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურა დაზიანდა. შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

“შესაბამისი სპეციალისტები შეისწავლიან და ბულვარის განაშენიანების რეგულირების გეგმის ფარგლებში მოხდება აღნიშნული პირსის რეკონსტრუქციასთან დაკავშირებით გადაწყვეტილების მიღება”,- აცხადებენ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროში.