ზუგდიდსა და წალენჯიხაში დღეს საკრებულოების თვმჯდომარის არჩევას კიდევ ერთხელ შეეცდებიან. ზუგდიდში ენმ სხდომაზე დასწრებას არც ამჯერად აპირებს, თუ კვორუმი ვერ შედგა პროცესი უკვე მესამედ ჩაიშლება.
“ნაციონალური მოძრაობა” მოუწოდებს ხელისუფლებას დააბრუნოს მოპარული მანდატი რითაც ოპოზიციას უმრავლესობა დააკარგვინეს, წინააღმდეგ შემთხვევაში თავმჯდომარის არჩევის პროცესში მონაწილეობას კვლავ არ მიიღებენ.
თუ საკრებულოს თავმჯდომარეები წვრებმა მესამედაც ვერ აირჩიეს, ამის შემდეგ კანონის მიხედვით ხელახალი არჩევნები უნდა დაინიშნოს.