მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზაზე მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალა

685

საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, ძლიერი თოვის გამო, მცხეთა–სტეფანწმინდა–ლარსის საავტომობილო გზის კმ71-კმ106 (ნადიბანი-კობი) მონაკვეთზე აკრძალულია მისაბმელიანი და ნახევრადმისაბმელიანი ავტოტრანსპორტის მოძრაობა, ხოლო დანარჩენი სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

საგზაო დეპარტამენტის ინფორმაციით, კმ134-კმ135 (დარიალის ხეობა) მონაკვეთზე ავტოტრანსპორტის მიმოსვლისას იკრძალება მათი გაჩერება. ამავე გზის კმ1-კმ70 და კმ107-კმ139 მონაკვეთებზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა თავისუფალია.

ადგილზე მობილიზებულია ყველა საჭირო მძიმე ტექნიკა და მიმდინარეობს გზის გაწმენდითი სამუშაოები, რათა უმოკლეს პერიოდში აღდგეს ყველა სახის ავტოტრანსპორტისათვის საავტომობილო მიმოსვლა.

წყარო: 1tv.ge

ფოტო: 1tv.ge