დევნილთა, ეკომიგრანტთა და საარსებო წყაროებით უზრუნველყოფის სააგენტო თვითდასაქმების ხელშეწყობის მიზნით იძულებით გადაადგილებულ პირებს ხელსაწყოებსა და ტექნიკას გადასცემს.
დევნილთა სააგენტოს პრესსამსახურის ინფორმაციით საგრანტო პროგრამაში პროფესიული სასწავლებლების კურსდამთავრებული დევნილები და ეკომიგრანტები მონაწილეობენ.
იძულებით გადაადგილებულმა პირებმა საქმიანობის წამოწყებისა თუ გაფართოებისთვის საჭირო სახელობო იარაღები თავად შეარჩიეს.
ამ ეტაპზე, კომისიამ, წინასწარ დადგენილ კრიტერიუმების შესაბამისად, 53 გამარჯვებული გამოავლინა.