ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრს ახალი ხელმძღვანელი ჰყავს

413

ოზურგეთში საკადრო ცვლილებელი გრძელდება. ოზურგეთის მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრს გია ანთაძე უხელმძღვანელებს, – ამის შესახებ ინფორმაცია ოზურგეთის მუნიციპალიტეტის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე გამოაქვეყნა.

“კიდევ ერთი საკადრო გადაწყვეტილება მივიღეთ: მუნიციპალური მომსახურების სერვისცენტრს გია ანთაძე უხელმძღვანელებს.

მას მენეჯერულ პოზიციებზე მუშაობის წარმატებული გამოცდილება გააჩნია და აქვს ჩვენი გუნდის მხარდაჭერა, რათა მუნიციპალიტეტში ამ მნიშვნელოვანი სამსახურის მუშაობას გაუძღვეს.

ოზურგეთი თანამედროვე და კომფორტული ქალაქი იქნება!” – წერს თალაკვაძე.