“ამოიწურა ვადაც და რუსთაველების მოთმინებაც” – ნინო ლაცაბიძე საწარმოების ხელმძღვანებელბს შეხვდა

415

“ამოიწურა ვადაც და რუსთაველების მოთმინებაც”,- ამის შესახებ რუსთავის მერმა ნინო ლაცაბიძემ, ქალაქში არსებული საწარმოების ხელმძღვანებელბთან შეხვედრისას განაცხადა. ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

მისი თქმით, პარლამენტმა მიიღო გარემოსდაცვითი კანონი, თუმცა საწარმოები ისევ არ ასრულებენ კანონით გათვალისწინებულ მოთხოვნებს.

“ახალი წელი მოვიდა და ძალიან სამწუხაროა ჩემთვის, რომ ჯერ კიდევ კანონის აღსრულების ნაწილში არ არის ქმედითი ნაბიჯები გადადგმული, რიგ შემთხვევებში, ყველას არ ვგულისხმობ. გულწრფელად გეტყვით, რომ შეიძლება თითოეული რუსთაველის სათქმელს ვიტყვი, ამოიწურა ყველანაირი გონივრული ვადა. ვადა იმისა, რაზეც შეიძლებოდა ადამიანებს ან სახელმწიფოს შეღავათი მიეცა ბიზნესისთვის. ამოიწურა ვადაც და ჩვენი, რუსთაველების მოთმინებაც. არანაირი ფინანსური შემოსავალი და სარგებელი არ ღირს იმის ფასად, რაც შეიძლება ჩვენ, რუსთაველებს გვიჯდება ჯანმრთელობის დაზიანებად და გარემოს დაბინძურებად, რომელსაც საწარმოების მხრიდან ვხედავთ. მზად ვარ და არაერთ შეხვედრაზე დამიფიქსირებია, რომ თქვენთან ერთად ვიყო აქტიურად ჩართული, მათ შორის სამინისტროსთან და სახელმწიფო რწმუნებულთან ერთად, რომ ეს პრობლემები მოგვარდეს. ეს პრობლემები აუცილებლად უნდა მოგვარდეს, რადგან აღარც დრო არ არის და აღარც მოთმინება. სურვილია რომ უსაფრთხო გარემოში ვიცხოვროთ”,- განაცხადა ლაცაბიძემ.

ნინო ლაცაბიძე ამ წუთებში ქვემო ქართლში სახელმწიფო რწმუნებულთან, გიორგი დოხტურიშვილთან ერთად, რუსთავში არსებული საწარმოების ხელმძღვანელებს ხვდება. შეხვედრა ქალაქის მერიაში მიმდინარეობს.