ამორტიზებული და დაზიანებული კედლები, დანგრეული ინფრასტრუქტურა – ასეთი ვითარებაა ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ახალსოფლის საბავშვო ბაღში. ინფორმაციას tv25 ავრცელებს.
არსებული სიტუაციის გამო სააღმზრდელო დაწესებულება თითქმის ერთი თვეა აღარ ფუნქციონირებს. აღსანიშნავია, რომ ბაღს დზიანებები აქამდეც ჰქონდა, თუმცა სიცოცხლისთვის საშიშ ზონაში სასწავლო პროცესი მაინც მიმდინარეობდა. 180-ზე მეტი ბავშვი, რომელიც დაწესებულებაში სწავლობდა ახლა სასწავლო პროცესის მიღმა დარჩა. მერიამ ალტერნატიულ ბაღებში მათთვის ადგილები ვერ გამოძებნა.