იმედინიუსი: დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერი დეპუტატი უარყოფს თანაგუნდელების მიერ გავრცელებულ ინფორმაციას, თითქოს ის სუსმა მოიტაცა

389

შემდეგი სტატია

დმანისის საკრებულოს მაჟორიტარი დეპუტატი, ოპოზიციონერი რამიზ რამაზანოვი უარყოფს ინფორმაციას სუს-ის მიერ მის გატაცებაზე და აცხადებს, რომ საქართველოში, ნათესავებთან იმყოფება, – ამის შესახებ ინფორმაციას იმედინიუსი ავრცელებს.

„სტუმრად ვარ ჩემს ახლობლებთან, საქართველოში. ვინ მომიტაცა, ასეთი რამ არ არსებობს. ახლობლებთან ვარ და ყველაფერი კარგად არის“, – ამბობს რამიზ რამაზანოვი.

მანამდე დმანისის საკრებულოს ოპოზიციონერმა წევრებმა ხელისუფლება შანტაჟსა და მუქარაში დაადანაშაულეს და განაცხადეს, რომ სუს-მა მათი თანაგუნდელი რამიზ რამაზანოვი გაიტაცა.

დმანისის საკრებულოში ოპოზიციისა და ქართლი ოცნების წარმომადგენლებს 15-15 წევრი ჰყავთ. მომდევნო სხდომა პარასკევსაა ჩანიშნული. პირველი სხდომა ჩაიშალა და თავმჯდომარე ვერ აირჩიეს, თუ ამჯერადაც იგივე მოხდა, რეგიონში ახალი არჩევნები დაინიშნება.

ოპოზიციის თქმით, სწორედ ამის თავიდან ასაცილებლად ხელისუფლება დმანისში ყველაფერზე მიდის. მათ შორის ოპოზიციონერებისა და მათი ოჯახის წევრების მუქარაზე.

“თვითონ მითხრა, რომ ისეთ მდგომარეობაში, ვარ ან უნდა შევიდე, ან თავი მოვიკლაო, ამის მერე კონტაქტი შეწყდა” – ამბობს რამაზანოვის თანაგუნდელი

რამიზ რამაზანოვი დმანისის სკოლის დირექტორიც იყო და ერთი კვირის წინ თანამდებობიდან გაათავისუფლეს. ოპოზიციის წარმომადგენლები ამ ფაქტსაც ზეწოლას უკავშირებენ.