ახმეტის ბაღები მიმდინარე წელს ვეღარ გაიხსნება

499

ახმეტის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღები თვეზე მეტია, დაკეტილია. როგორც speatri.ge-ს ბაგა-ბაღების გაერთიანების ხელმძღვანელმა, თამუნა ონიაშვილმა განუცხადა, დიდი ალბათობით ამ წელს სააღმზრდელო დაწესებულებები აღარ გაიხსნება.

“კოვიდრეგულაციებიდან გამომდინარე, ჯანდაცვის სამსახურმა მოგვცა რეკომენდაცია, რომ ჯერჯერობით არ გავხსნათ. ალბათ, ამ წელს ვეღარც მოხერხდება. უცებ ვერც გაიხსნება, პროდუქტის შეტანაა საჭირო და სხვა რიგი საკითხები. კვების პაკეტი, რაც პატარებზეა გათვლილი, მათ დაურიგდებათ. ასევე საახალწლო ნობათსაც გადავცემთ, საკმაოდ კარგსა და ხარისხიანს,” -აღნიშნა ონიაშვილმა.

ცნობისთვის, ახმეტაში ოცდათხუთმეტივე საბავშვო ბაღი 21 ოქტომბრიდან დაიკეტა.