მესტიის მუნიციპალიტეტის მერის, კაპიტონ ჟორჟოლიანის ინფორმაციით, ზემო სვანეთის გზაზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, აფეთქებითი სამუშაოები განხორციელდება.
როგორც ჟორჟოლიანი აცხადებს, მესტია-უშგული-ლასდილის 43-ე კილომეტრზე, სადაც კლდე ჩამოიშალა, გაწმენდითი სამუშაოები მიმდინარეობს, ადგილზე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა.
ამასთან, მოძრაობა ორივე მიმართულებით შეჩერებულია.
“ადგილზე მიმდინარეობს გაწმენდითი სამუშაოები. დიდი რაოდენობით კლდე არის ჩამონგრეული, დიდი მასა არის ჩამოსული, დაახლოებით 700-800 კუბიანი ქვების. ალბათ, აფეთქებითი სამუშაოები მოგვიწევს. ვიმედოვნებ, რომ ხვალამდე გაიხსნება გზა“, – აღნიშნავს კაპიტონ ჟორჟოლიანი.