გორში საახალწლო მორთულობების მონტაჟი დაიწყო

335

გორში საახალწლო მორთულობების მონტაჟი დაიწყო. ამის შესახებ რადიო მოზაიკა წერს.

გორის მერიის განმარტებით, ძველ განათებებთან ერთად დაემატება ახალი განათებებიც, რომლებიც იმ ქუჩებზე განთავსდება, სადაც გასულ წლებში ვერ ხერხდებოდა მონტაჟი.

ინფორმაციისთვის, მერიამ ახალი განათებები წელსაც შეიძინა რაც ჯამში 96 000 ლარზე მეტი დაჯდა.

აღნიშნულ სამუშაოებს გორის კეთილმოწყობის სააგენტო ასრულებს.