გორის საკრებულოს ყოფილ წევრს სასამართლომ განაჩენი გამოუტანა

384

გორის მუნიციპალიტეტის 2017-2021 წლების მოწვევის საკრებულოს წევრის კახა ბურჯანაძის სასამართლო დასრულდა. გამოძიება მას სხვისი ნივთის დაზიანებას ედავებოდა.

“2021 წლის 8 ივლისს, დაახლოებით 12:30 საათზე, გორში, თარხნიშვილის ქუჩა N19-ს მიმდებარედ, კახა ბურჯანაძემ შურისძიების მოტივით ცეცხლი წაუკიდა და დააზიანა მ.კ-ს ავტომანქანა “ფოლკსვაგენი”, რამაც 4 730 ლარის ოდენობით მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი გამოიწვია” , – ვკითხულობთ საქმის მასალებში.

როგორც ცნობილია, ბურჯანაძემ აღიარა ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენა, აანაზღაურა ზიანი და შეურიგდა დაზარალებულს. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსამართლე გერმანე დადეშქელიანმა ჩათვალა, რომ საკმარისი იქნებოდა მსჯავრდებულის ქცევაზე შესაბამისი ზედამხედველობის დაწესება.

ბურჯანაძეს სასამართლომ მიუსაჯა 3 წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვლება პირობით, 3 წლის გამოსაცდელი ვადით.