2022 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, ადმინისტრაციული შენობა აშენდება

353

ჯანდაცვის მინისტრის, ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, 2022 წელს საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ახალი, ადმინისტრაციული შენობა აშენდება, სადაც ერთიანი რეაგირების ცენტრი განთავსდება.

როგორც ჯანდაცვის მინისტრმა საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის შემაჯამებელი ანგარიშის წარდგენისას განაცხადა, დაგეგმილია საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის თბილისის რაიონული სამსახურების მშენებლობა-რეაბილიტაციაც.

მინისტრის განცხადებით, ყველა ფილიალი იქნება საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისი, რომელიც სასწრაფო სამედიცინო დახმარების სპეციფიკით დაკომპლექტდება და ადგილზე პერსონალისთვის სამუშაო ყველა პირობა იქნება შექმნილი.