საგარეჯოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს საფინანსო-საბიუჯეტო კომისიამ ბიუჯეტის პროექტი განიხილა და ჩასასწორებლად ისევ მერიას დაუბრუნა. ამის შესახებ სპექტრი წერს.
როგორც ჩვენთან საუბარში საფინანსო საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, თინათინ ძაბილაშვილმა განაცხადა, შენიშვნების განხილვას მომდევნო კვირიდან დაიწყებენ.
” ბიუჯეტის პროექტი 19 მილიონ 853 000 ლარს შეადგენს. პრიორიტეტული მიმართულებებია ინფრასტრუქტურა, დასუფთავება, განათლება, სპორტი, კულტურა, ჯანდაცვა და სოციალურ მიმართულება. საკრებულოს ჰქონდა შენიშვნები და უკან დაგვიბრუნა ბიუჯეტის პროექტი, ორშაბათიდან ამ შენიშვნებს სამუშაო ჯგუფთან ერთად განვიხილავ,’-აღნიშნა ძაბილაშვილმა.
მისივე თქმით, ჩასწორებული პროექტი საკრებულოს 10 დეკემბრამდე უნდა გადაუგზავნონ.