განათლების სამინისტრო: დისტანციურ სწავლებაზე 137 სკოლა და 358 კლასი იმყოფება

372

განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინფორმაციით, დღეის მონაცემებით, დისტანციურ სწავლებაზე 137 სკოლა და 358 კლასი იმყოფება.

უწყების ინფორმაციით,  მესამე კვირაა სკოლებში Covid-19-ის ვირუსის გავრცელების მაჩვენებელი კლებისკენ მიდის. ბოლო შვიდი დღის განმავლობაში კორონავირუსი დაუდასტურდა მასწავლებლების 0.7%-ს, ხოლო მოსწავლეების – 0.3%-ს.

ამ ეტაპისთვის აცრილია მასწავლებელთა და სკოლის ადმინისტრაციის წარმომადგენელთა 70,9%“.