ბათუმის საკრებულოს შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება

810

ბათუმის საკრებულოს შენობასთან აქციის მონაწილეებსა და სამართალდამცავებს შორის ფიზიკური დაპირისპირება გრძელდება. აქციის მონაწილეები პოლიციელებს შეძახილებით „მონებო“ მიმართავენ. მათი განცხადებით, სამართალდამცავები ძალადობის გზით ცდილობენ აქციის დაშლას.

არსებული ინფორმაციით, აქციაზე სამი ადამიანია დაკავებული.

„დაკავებულია რამდენიმე ადამიანი სრულიად უკანონოდ. შსს-ს წარმომადგენლები სიტყვიერ შეურაცხყოფაზე გადმოდიან, რათა წამოაგონ ადამიანები დაპირისპირებაზე. პროვოკაციას აწყობენ თავად პოლიციელები, რომლებმაც წესრიგი უნდა დაიცვან და უსაფრთხოება უზრუნველყონ. ჩვენ გავაგრძელებთ და ყოველდღიურადა ასეთ მდგომარეობაში გვეყოლება როგორც „ქართული ოცნება“, ასევე შინაგან საქმეთა სამინისტრო“, – აღნიშნა „ნაციონალური მოძრაობის“ ბათუმის საკრებულოს წევრმა ნოდარ დუმბაძემ.