მარტვილის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთ სკოლაში ჭერი ჩამოინგრა

356

მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ ლედგებეში გუშინ საგაკვეთილო პროცესის დროს ჭერი ჩამოინგრა. სკოლა ერთი თვის წინ გაიხსნა.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. გავრცელებული ინფორმაციით, ბავშვებმა მსუბუქი დაზიანებები მიიღეს.

სკოლის დირექტორი “ფორმულასთან” სატელეფონო საუბარში ამბობს, რომ შემთხვევას დღეიდან შესაბამისი კომისია შეისწავლის. ის არ ასახელებს კომპანიას, რომელმაც ჩაატარა სარეაბილიტაციო სამუშაოები. დღეს კი, ერთი დღით სასწავლო პროცესი შეჩერდება.