თამარ ჟვანია: მე ვერ ვხედავ ვერც შევჩენკოს განცხადებაში და ვერც მალდინის მიერ კონკრეტული აზრის გამოხატვაში საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევას

648

მე პირადად, ვერ ვხედავ ვერც შევჩენკოს განცხადებაში და ვერც მალდინის მიერ კონკრეტული აზრის გამოხატვაში საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევას და ამ კონკრეტულ შემთხვევებში არანაირად არ შემდგარა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი, – ამის შესახებ ცესკოს თავმჯდომარე თამარ ჟვანიამ განაცხადა, რითაც შესაბამის საკითხზე არასამთავრობო ორგანიზაციების შეფასებებს გამოეხმაურა.

მისივე განმარტებით, ეს მატჩი არ ყოფილა წინასაარჩევნო მიზნებისთვის ორგანიზებული.

“ამასთან დაკავშირებით როგორც პოლიტიკურმა პარტიებმა ასევე, არასამთავრობო ორგანიზაციებმა მოგვმართეს. ეს არ იყო წინასაარჩევნო კამპანიის მიზნებისთვის ორგანიზებული ღონისძიება. ადმინისტრაციული რესურსის გამოყენება ან აგიტაცია ხდება მაშინ, როდესაც თვითონ ღონისძიებაა წინასაარჩევნო აგიტაციის მიზნებისთვის ორგანიზებული. ჩვენ ყველას გავეცით შესაბამისი პასუხი. მე პირადად, ვერ ვხედავ ვერც შევჩენკოს განცხადებაში და ვერც მალდინის მიერ კონკრეტული აზრის გამოხატვაში საარჩევნო კამპანიის წესების დარღვევას და ამ კონკრეტულ შემთხვევებში არანაირად არ შემდგარა ადმინისტრაციული სამართალდარღვევათა ოქმი”, – განაცხადა თამარ ჟვანიამ.

წყარო: ინტერპრესნიუსი