ვარსკვლავების მატჩის დასრულების შემდეგ ნეტგაზეთმა კახა კალაძეს იურისტების განცხადებებზე კომენტარი სთხოვა, თუმცა თბილისის მერობის სახელისუფლებო კანდიდატმა ორი თითის აწევით სადამკვირვებლო არასამთავრობო ორგანიზაციებს მხოლოდ “მოკითხვა” შემოუთვალა, რამდენიმე წუთში კი, მისმა მეგობარმა ანდრეი შევჩენკომ საქართველოს საარჩევნო კანონი და წინასაარჩევნო აგიტაციის წესები დაარღვია.
“დიდად მოხარული ვარ აქ ყოფნით. გულით ვუსურვებ წარმატებას ჩემს მეგობარ კახი კალაძეს. დარწმუნებული ვარ, ის კარგი მერი იქნება,” – განაცხადა შევჩენკომ, რომელიც გუშინ იუბილარი იყო და დაბადების დღე კახა კალაძესთან ერთად აღნიშნა.
საარჩევნო კოდექსის 45-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასაარჩევნო აგიტაციის გაწევის და აგიტაციაში მონაწილეობის უფლება არ აქვს უცხო ქვეყნის მოქალაქეს. საიაში განგვიმარტეს, რომ ანდრეი შევჩენკოს ქმედება წარმოადგენდა უკანონო აგიტაციას.
სტატიის სრულად წასაკითხად გადადით ბმულზე.
წყარო: ნეტგაზეთი