პირველი დეკემბერიდან გურჯაანის მუნიციპალიტეტის ყველა საბავშვო ბაღი გაიხსნება. სკოლამდელი სააღმზრდელო გაერთიანების ხელმძღვანელის ლელა თევდორაშვილის განმარტებით, ყველა თანამშრომელი დაიტესტება და ბაღები დასუფთავდება სადეზინფექციო ხსნარებით. ამის შესახებ სპექტრი წერს.
„გურჯაანის 37 საბავშვო ბაგა – ბაღში დასაქმებულია 550 თანამშრომელი. დღეის მდგომარეობით 220 უკვე აცრილია. თუ ეპიდსიტუაცია უარესობისკენ არ შეიცვალა, გვაქვს ძალიან დიდი სურვილი, რომ პირველი დეკემბრიდან განახლდეს სააღმზრდელო პროცესი. ჩვენი გათვლებით პირველი დეკემბრისთვის ბაღების თანამშრომელთა 50 პროცენტი იქნება უკვე აცრილი. შევეცდებით რაც შეიძლება უსაფრთხო გარემო შევქმნათ აღსაზრდელებისთვის. 29 ნოემბერს ყველა თანამშრომელი გამოცხადდება სამსახურში და ორი დღის განმავლობაში ჩატარდება სადეზინფექციო სამუშაოები. გატარდება ყველა ის ღონისძიება რაც აუცილებელია კოვიდპანდემიიდან გამომდინარე,”- ამბობს თევდორაშვილი.