„ამბასადორ ბათუმის“ უკანონო მშენებლობაზე ბათუმის ახლადარჩეული მერი პასუხისმგებლობას ირიდებს. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
არჩილ ჩიქოვანი ხელს კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსკენ იშვერს და ამბობს, რომ ბულვარში მრავალსართულიანი კომპლექსის მშენებლობა მერიის კომპეტენცია არაა.
სააგენტოში კი, წერილობით განმარტეს, რომ მიმდინარე წლის 19 ნოემბერს კომპანიისგან მიიღეს განცხადება, რომელიც საპროექტო დოკუმენტაციის ცვლილებას ითვალისიწნებს.
მათივე ცნობით, საკითხს კანონით გათვალისწინებულ ვადებში შეისწავლიან და შესაბამის გადაწყვეტილებას მიიღებენ.
„ამბასადორს“ 16 სართულის აშენების უფლება აქვს, თუმცა, მე-18 სართულის დაშენება მიმდინარეობს. საყურადღებოა, რომ კომპანიამ ბულვარში უკანონო მშენებლობა თვითმმართველობის არჩევნების მოახლოებისთანავე შეაჩერა და არჩევნების დასრულებისთანავე განაახლა.