როგორი იქნება ახალი წელი 2022 ბათუმში? მერია ამბობს, რომ დეტალებზე საბოლოოდ ჯერ არ შეჯერებულან, თუცა პირობას დებენ, რომ იქნება განსხვავებული და საინტერესო. როგორც გაირკვა, თვითმმართველობას ჯერ არც საახალწლო ატრიბუტები შეუძენია. ცნობილია, რომ განათებებისა და ნაძვისხისთვის ტენდერი 700 000 ლარზე ცხადდება. ეპიცენტრი ისეცვ ევროპის მოედანი იქნება. საშობაო და საახალწლო ღონისძიებები სტარტს 20 დეკემბერს აიღებს და შობის ჩათვლით გაგრძელდება. ინფორმაციას ტვ25 ავრცელებს.
ახალ წლამდე სულ ხუთი კვირა გვაშორებს, თუმცა, ქალაქს სამზადისი ჯერ არ ეტყობა. არც საახალწლო განათებების მონტაჟი დაწყებულა და არც ნაძვის ხეს აგებენ. ბათუმის მერიას ტენდერი უკვე გამოცხადებული აქვს. თუ შესყიდვა შედგება, საახალწლო ატრიბუტების მონტაჟი, 10 დეკემბრის შემდეგ დაიწყება. ქალაქის მოსართავად, მერიას, 700 000 ლარი აქვს გათვალისწინებული. მოუცლელობის მიზეზით, კეთილმოწყობის სამსახურიდან, კამერის წინ, დეტალებზე არავინ გვესაუბრა.
საბოლოოდ, არც საახალწლო ღონისძიებების ნუსხაა დაზუსტებული. პროგრამაში, ცვლილებები ისევ შედის, თუმცა ცნობილია, რომ დრო ძირითადად ადგილბრივ შემსურულებლებს დაეთმობათ. ტრადიციულად, იგეგემება გალა კონცერტი 31 დეკემბრის ღამეს. ეპიცენტრი ევროპის მოედანი იქნება. იმის გამო, რომ ჯერ ბენდებთან თუ სოლო შემსრულებლებთან მოლაპარაკებები არ დასრულებულა, უცნობია, რა დაუჯდება ქალაქს სამკვირიანი პროგრამა.
გარდა ახალი წლის ღამისა, გალა კონცერტი კიდევ ორი იქნება. პირველი, 25 დეკემბერს, როცა საახალწლო ნაძვის ხე აინთება და მეორე საშობაოდ. კულტურის ცენტრი, 20 დეკემბრიდან გახსნის საახალწლო ბაზრობასაც. როგორი იქნება ჯიხურები, ესკიზები მზად არის, გადაწყვეტილება კი კომისიამ თვის ბოლომდე უნდა მიიღოს.
ბათუმის მერიის საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ გამოცხადებული ტენდერის ტექნიკური პირობების მიხედვით, საშობაო-საახალწლო ატრიბუტებით, ქალაქის მხოლოდ ცენტრლური ქუჩები გალამაზდება. ჭაობის დასახლების არცერთი ქუჩა, მათ შორის არც შემოერთებული ტერიტორიები, ჩამონათვალში არ არის.