11 თვის შემდეგ ახალციხეში აფეთქების შედეგად დაზიანებული კორპუსის რეაბილიტაცია იგეგმება

350

ახალციხეში, რუსთაველის ქუჩაზე 11 თვის წინ აფეთქების შედეგად დაზიანებული საცხოვრებელი კორპუსის გამაგრება-გაძლიერების, წყალ-კანალიზაციის სარეაბილიტაციო სამუშაოებისთვის ახალციხის მერიამ ტენდერი 115 218 ლარზე გამოაცხადა, — ინფორმაცია სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს ვებ გვერდზეა გამოქვეყნებული. ამის შესახებ toktv.ge წერს.

სატენდერო დოკუმენტის მიხედვით, რეაბილიტაციის პროექტი ითვალისწინებს არა მისი მდგრადობის ხარისხის ამაღლებას, არამედ თავდაპირველი მდგომარეობის აღდგენას. პირველად ღონისძიებებს მიეკუთვნება დროებითი გამაგრებითი სამუშაოები, შენობის გასუფთავება ჩამონგრეული კონსტრუქციებისგან და მათი უსაფრთხო გატანა.

გარდა ამისა, პროექტში  წყალსადენისა და კანალიზაციის რეაბილიტაციაა გათვალისწინებული. სატენდერო დოკუმენტაციის მიღება იწარმოებს 26-29 ნოემბრამდე.

შეგახსენებთ, რომ საცხოვრებელი კორპუსის სარდაფში ბუნებრივი აირის გაჟონვის შედეგად აფეთქება გასული წლის 24 დეკემბერს მოხდა, მას შემდეგ მაცხოვრებლები სახლებში შესვლას ვერ ახერხებენ.