ოზურგეთის სოფელ ზოტში დაზიანებული გზის მშენებლობა დაიწყო. ამის შესახებ გურიანიუსი წერს.
ინვესტორ კომპანია “ზოტი ჰიდროსთან“, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულის, გიორგი ურუშაძის მჭიდრო კომუნიკაციის შედეგად, კომპანია “ენერგონმა“ სოფელ ზოტის ცენტრთან დამაკავშირებელი ყველაზე დაზიანებული გზის, 1 კილომეტრიანი მონაკვეთის მშენებლობა დაიწყო.
აღნიშნული გზის მოწესრიგება წინასაარჩევნო დაპირება იყო.
საფუძველის მომზადების შემდეგ, ასფალტობეტონის პირველი ფენის დაგება უკვე დასრულებულია.