“გირჩი-მეტი თავისუფლების” წევრი და ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილი კანდიდატი იმედა კლდიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს

275

წინა სტატია

“გირჩი – მეტი თავისუფლების” წევრი და ქუთაისის ვიცე-მერობის ყოფილი კანდიდატი იმედა კლდიაშვილი პატიმრობიდან გაათავისუფლეს. ამის შესახებ ინფო იმერეთი წერს.

სუს-ის შენობის ბლოკირებისთვის ოპოზიციონერს 7-დღიანი პატიმრობა ჰქონდა მისჯილი.

დაკავების დღიდან იმედა კლდიაშვილმა იზოლატორში შიმშილობა გამოაცხადა.

1 ნოემბერს, ქუთაისის 90-ე საარჩევნო უბნის რეგისტრატორმა, იზა ჩირგაძემ, რომელიც მმართველი პარტიის წარმომადგენელია, განაცხადა, რომ მას არჩევნების გაყალბებას აიძულებდნენ. მან ამის შესახებ “ნაციონალური მოძრაობის” შტაბში ისაუბრა. ამის შემდეგ, ქუთაისში, ოპოზიციის ვიცემერობის კანდიდატმა იმედა კლდიაშვილმა სუს-ის შესასვლელი პროტესტის ნიშნად საკუთარი ავტომანქანით ჩაკეტა. იმედა კლდიაშვილი პოლიციამ ადგილზე, ძალის გამოყენებით დააკავა. მან საკუთარი დაკავების კადრები თავად გადაიღო.

“ერთი კაცი ვაკეთებ აქციას, ვპარკინგდები სუსის შენობის წინ,  დაუმორჩილებლობის აქციის პირობებში ვაპროტესტებ, რატომ გააჩერეს ის ქალბატონი და არ შეახვედრეს ევროკავშირის წარმომადგენლებს. მოაყოლონ იმ ქალბატონს ყველაფერი, რაც ჩაიდინა სუსმა”- განაცხადა დაკავების წინ იმედა კლდიაშვილმა.