ვიცეპრემიერი: სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეს, დასაქმების სპეციალური პროგრამის ამოქმედებისას სამუშაოს ტიპის არჩევის საშუალება ექნება

704

წინა სტატია

ვიცეპრემიერის, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ლევან დავითაშვილის განცხადებით, სოციალურად დაუცველ შრომისუნარიან მოქალაქეს, დასაქმების სპეციალური პროგრამის ამოქმედებისას სამუშაოს ტიპის არჩევის საშუალება ექნება.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, ამ პროგრამის შემუშავებაზე სპეციალისტებთან ერთად მთავრობის ეკონომიკური გუნდი და ჯანდაცვის სამინიტრო იმუშავებს.

„ამ პროგრამაზე რამდენიმე სამინისტრო, მთავრობის გუნდი სეპციალისტებთან ერთად იმუშავებს. ძირითადად აქ იქნებიან წარმოდგენილები ჯანდაცვის სამინისტროს თანამშრომლები, აქ იქნებიან ჩართულები ეკონომიკური გუნდის სხვა წევრებიც, ფინანსთა სამინისტრო, ეკონომიკის სამინისტრო, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. წლის ბოლოსთვის გვექნება ისეთი მოდელი, რომელიც მოსახლეობის ინტერესებს ნამდვილად უპასუხებს. ეს ინიციატივა გულისხმობს შრომისუნარიანი მოსახლეობის გააქტიურებას, საზოგადოებრივ საქმიანობაში ჩართვას, რომელთაც სოციალური პირობები უნდა გაუუმჯობესდეთ. რამდენად შეიძლება ეს იყოს სოციალური დახმარების ალტერნატივა? – ეს ადამიანები რა შემოსავალსაც იღებენ ამ სტატუსით, მათ შემოსავალი უნდა გაეზარდოთ, ახალი შესაძლებლობები უნდა გაჩნდეს. რა თქმა უნდა, უნდა მოხდეს მუშაობასთან ერთად კვალიფიკაციის ამაღლება, შრომისუნარიანი ადამიანების გააქტიურება და ასეთი 200-250 ათასი ადამიანი გვყავს. ეს მნიშვნელოვანია ასევე ეკონომიკის განსავითარებლადაც. ჩვენ ვნახეთ, რომ დეფიციტი იყო ბევრ სამუშაო ადგილზე, როგორციაა კერძო სექტორი, სოფლის მეეურნეობა, გადამამუშავებელი მრეწველობა, მშენებლობა. ამ ინიციატივის ფარგლებში, რა თქმა უნდა, უნდა შევძლოთ ახალი სამუშაო ადგილების შექმნა. ბევრი სამუშაო ადგილი შეიძლება გაჩნდეს ჩვენი სამინისტროს მიმართულებით. ეს უკავშირდება ტყის უკეთესად მოვლას, დაცული ტერიტორიების მოვლას. სადაც ყოველთვის არის სამუშაო ძალის დეფიციტი. მთავარი პირობა არის ის, რომ ამ ადამიანების სოციალური მდგომარეობა უნდა გაუმჯობესდეს და არ უნდა გაუარესდეს. მათი შემოსავალი მინიმუმ, უნდა გაიზარდოს. თუმცა, ჩვენ გვაქვს ასევე ბევრი რამ გასაკეთებელი ამ ახალი სამუშაო ადგილების ჩამოსაყალიბებლად, რომელიც იქნება როგორც მუნიციპალურ საჯარო დონეზე, ასევე კერძო სექტორის. საბოლოოდ, ჩვენ უნდა მივიღოთ 200 – ათასიანი ადამიანების არმია, რომლებმაც ქვეყნის ეკონომიკის წინსვლაში თავისი წვლილი უნდა შეიტანონ,“- განაცხადა დავითაშვილმა.

მისივე თქმით, თუ ადამიანებს აქვთ რისკი, მოლოდინი და შიში, რომ შეიძლება სოციალური დახმარება შეუწყდეთ იმ შემთხვევსი თუ დროებით სამუშაოზე დასაქმდებიან, უნდა მიეცეთ გარანტიები, რომ ეს ასე არ მოხდება.

„მინიმალურ ხელფასს ვერ გეტყვით. შემოსავლები არ შემცირდება, პირიქით გაიზრდება, ეს არის ერთი პრინციპი და როცა გვექნება პრეზენტაცია, დეტალები მაშინ გახდება ცნობილი. ჩვენ გვინდა ამ ადამიანების ეკონომიკაში ჩართვა მოვახერხოთ, ეს შეიძლება იყოს 2 წელიწადში. დიდი ნაწილის დასაქმების შესაძლებლობა უნდა შევქმნათ 2022 წელს. შრომისუნარიან ადამიანს იქნება გარკვეული არჩევანის გაკეთების საშუალება, მაგრამ თუ არსებობს სამუშაო და ის ამ სამუშაოზე ამბობს უარს, ეს ამ მოდელის ნაწილი ვერ იქნება, არსშივე არასწორია ასეთი რამ. ჩვენ გავითვალისწინებთ საუკეთესო პრაქტიკებს,“- განაცხადა დავითაშვილმა.