ბათუმის მერი არჩილ ჩიქოვანი უფლებამოსილების შესრულებას დღეიდან შეუდგა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მომდევნო ოთხი წელი ბათუმისთვის მნიშვნელოვანი იქნება, განხორციელდება სხვადასხვა პროექტი. მისივე თქმით, მერიაში მუშაობისას ყველასთან თანამშრომლობას გეგმავს. ამასთან, არჩილ ჩიქოვანმა მის ამომრჩევლებს მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.
არჩილ ჩიქოვანის თქმით, იგი არ გამორიცხავს, რომ მომავალი წლის ბათუმის ბიუჯეტი საკრებულოს წინა მოწვევის შემადგენლობამ დაამტკიცოს.
„საარჩევნო ვნებათაღელვამ ჩაიარა, ახლა ყველამ უნდა გადავდოთ ჩვენი პოლიტიკური შეხედულებები და მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ვითანამშრომლოთ ყველა იმ აუცილებელი პროექტის განსახორციელებლად, რომელსაც ელოდება ბათუმის მოსახლეობა. დარწმუნებული ვარ, რომ ამას მოვახერხებთ”, – ამბობს არჩილ ჩიქოვანი.
არჩილ ჩიქოვანი დღესვე გამართავს სტრუქტურული ერთეულების ხელმძღვანელებთან შეხვედრას, რომელიც 2022 წლის ბიუჯეტის საკითხებს დაეთმობა. ასევე, დღესვე წარადგენს ვიცე-მერსა და მერის მოადგილეებს.