უგულავა: იმ სამკურნალო დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, არანაირი აქცია არ გაიმართება

331

გიგი უგულავა აცხადებს, რომ იმ სამკურნალო დაწესებულებასთან, სადაც მიხეილ სააკაშვილს გადაიყვანენ, არანაირი აქცია არ გაიმართება.

„ჩვენთვის, ისევე, როგორც მთელი ქვეყნისთვის, ამ ქვეყნის ისტორიისა და მომავლისთვის, პრინციპულად მნიშვნელოვანია, რომ ქვეყანა უფსკრულში არ ჩავარდეს. ამისთვის, მთავარია, რომ გადარჩეს მიხეილ სააკაშვილისა და ელენე ხოშტარიას სიცოცხლეები. გორის ჰოსპიტალს რაც შეეხება, მოდით, დავაცადოთ, ექიმებმა თავად თქვან… რაც შეეხება პროტესტის ნაწილს: როგორც კი მიხეილ სააკაშვილი სამკურნალო დაწესებულებაში გადავა, ჩვენ, ნიკა მელიამ და ყველა პოლიტიკურმა ლიდერმა გავაკეთეთ მკაფიო განცხადება, რომ არანაირი აქციები არ იქნება იმ დაწესებულებასთან. პირიქით, ჩვენ ყველას მოვუწოდებთ და გავაფრთხილებთ, თუ პოლიცია საჭიროდ ჩათვლის, მიხვეხმარებით, რომ მსგავსი რამ არ იყოს. ახლა ჩვენთვის პრინციპულად მნიშვნელოვანია ორი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა“, – ამბობს გიგი უგულავა.

იუსტიციის სამინისტრო სააკაშვილს გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაყვანას სთავაზობს.