დემოკრატიული მოძრაობა – თავისუფალი საქართველოს ერთ-ერთ ლიდერი დიმიტრი ლორთქიფანიძე პარტიაზე განხორციელებული ზეწოლის შესახებ ლაპარაკობს და აცხადებს, რომ გუშინ სენაკში პარტიის წარმომადგენელი გაიტაცეს და სცემეს.
ლორთქიფანიძის ცნობით, სენაკის 64-ე საარჩევნო ოლქის მე-15 უბნის კომისიის წევრი დემოკრატიული მოძრაობიდან, 21 წლის ანატოლი ღვინჯილია ორმა პირმა ძალის გამოყენებით გაიტაცა და ფიზიკურად გაუსწორდა. ის მრავლობითი დაზიანებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.
ამასთან, ლორთქიფანიძე აცხადებს, რომ ანატოლი ღვინჯილიას მამა მათი პარტიის წევრია, აქედან გამომდინარე კი ლორთქიფანიძის თქმით, მასზე თავდასხმის მოტივი პოლიტიკურია.
დემოკრატიული მოძრაობა ამ ამბის გამოძიებას და დამნაშავეების დასჯას ითხოვს.
წყარო: იმედინიუსი