რატომ დაუწუნა დედოფლისწყაროს საკრებულომ მერიას ბიუჯეტის პროექტი

577

დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის საკრებულომ ბიუჯეტის პროექტი განიხილა და დასაკორექტირებლად კვლავ მერიას გადაუგზავნის. ამის შესახებ speqri.ge-ს საფინანსო-საბიუჯეტო სამსახურის უფროსმა, ელენე ბაიაშვილმა განუცხადა.

“საკრებულომ განიხილა და უკან გვიბრუნებს პროექტს. შენიშვნები ჰქონდათ და კორექტირებულ ბიუჯეტს 10 დეკემბრისთვის მივაწვდით საკრებულოს. როგორც ცნობილია, საჯარო სამსახურებში ხელფასების ზრდა იგეგმება 10%-ით, ეს არ იყო ასახული პროექტში. ნაკლები ხარჯები იყო წარდგენილი, ამიტომ გვიბრუნებენ უკან,” – აღნიშნა ბაიაშვილმა.

ცნობისთვის, დედოფლისწყაროში ახლადარჩეული საკრებულო ჯერ არ შეკრებილა. ბიუჯეტი სწორედ ახალი მოწვევის დეპუტატებმა უნდა დაამტკიცონ.