ვაშაძე: თუ მერი გავხდები, მეტროს მიწისზედა ხაზებს დავამატებ და ელექტრო ავტობუსებს შემოვიყვან

695

თბილისის მერობის კანდიდატი “ახალი საქართველოდან” გიორგი ვაშაძე აცხადებს,  რომ მერად არჩევის შემთხვევაში თბილისში საზოგადოებრივი ტრანსპორტის განვითარებაზე იზრუნებს.

როგორც ვაშაძემ განაცხადა, აპირებს რომ შემოიყვანოს ეკოლოგიურად სუფთა – ელექტრო ტრანსპორტი. ასევე გეგმავს, რომ იმუშავოს მეტროს განვითარების მიმართულებით, განსაკუთრებით ეს ეხება მეტროს მიწისზედა ხაზების დამატებას.

” ჩვენ პროგრამაში ყველა მიმართულება ვადებით გაწერილი გვაქვს. მთავარ აქცენტს საზოგადოებრივ ტრანსპორტზე გავაკეთებთ. იქნება ელექტროავტობუსებისა და ელექტრო საზოგადოებრივი ტრანსპოპორტის განვითარება. რაც შეეხება ტრამვაის, მისი პლუსი იყო მაშინ, როცა ელექტროტრანსპორტი მხოლოდ ტრამვაი იყო. ის იყო ეკოლოგიურად სუფთა ტრანსპორტი. დღეს უკვე გვაქვს ელექტრო ავტუბუსების შესაძლებლობა, საითაც მიდის თანამედროვე სამყარო. კრაკოვი პირველი იყო, ვინც ეს სისტემა დააინტეგრირა. მილიონების ხარჯვას ტრამვაიში ჩვენ არ ვაპირებთ”.

– ვაშაძის თქმით, ელექტოავტობუსის ღირებულება  ჩვეულებრივი აბტობუსის ღირებულების ტოლფასია.  -” ფასში სხვაობა არ არის, უბრალოდ ქალაქი უნდა უზრუნველჰყო დამტენებით. ყველა ტრანსპორტი ელექტროთი უნდა ჩანაცვლდეს. განსაკუთრებით ეს ეხება სამარშრუტო ტაქსებს. რა თქმა უნდა, მძღოლებთან ჩანაცვლებით მოხდება ეს. მარშრუტკები ვიწრო ქუჩებში დარჩება მხოლოდ.

ჩვენ გვაქვს ასეთი გეგმა: გვეყოლება ელექტროავტობუსები, ასევე პროექტში გვაქვს ელექტროტაქსები და ა.შ. ყველა ტრანსპორტი იქნება ელექტრო. მეორე რომ ქალაქში აუცილებლად იქნება საავტობუსო ხაზები, ე.წ. bus line-ები. მთელი ქალაქის სატრანსპორტო სისტემა თავიდან ბოლომდე გადაინერგება. ერთადერთი, რაზეც ფულს დავხარჯავთ, ეს იქნება მეტროს განვითარება მიწისზედა მეტროს მიმართულებით, რადგან ასე უფრო იაფი ჯდება”. – განაცხადა გიორგი ვაშაძემ.

წყარო: აიპრესი