როგორც “ლეიბორისტული პარტიის” თბილისის მერობის კანდიდატი გიორგი გუგავა საკუთარ ფეისბუქ გვერდზე წერს: “სახელისუფლო “მეწარმე” მაფიოზების გულქვაობის გამო, რომლებიც ხარჯების დაზოგვის მიზნით არ იცავენ შრომის უსაფრთხოების წესებს, ბოლო წლებში ასეულობით მუშა- მოსამსახურე გარდაიცვალა და დაშავდა.”
გუგავა აცხადებს, რომ შეაჩერებენ ყველა მშენებლობასა და სამეწარმეო პროცესს, სადაც დაცული არ იქნება შრომის უსაფრთხოების წესები და საფრთხის წინაშე იქნება დაქირავებულის სიცოცხლე და ჯანმრთელობა.
“უბედური შემთხვევის დროს დამქირავებელი ვალდებული იქნება, გარდაცვლილის ოჯახს კომპენსაციის სახით არანაკლებ მილიონი გადაუხადოს.”-აცხადებს გიორგი გუგავა