კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს კორონავირუსი დაუდასტურდა. განცხადება კახეთის სამხარეო ადმინისტრაციის ოფიციალურ გვერდზე, თავად ირაკლი შიოშვილმა გამოაქვეყნა.
“დამიდასტურდა კოვიდი და საჯარო სივრციდან გადავინაცვლე თვითიზოლაციაში. ვარ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინით ორჯერადად აცრილი და რა თქმა უნდა, კოვიდის მიმდინარეობა სტაბილურია. კიდევ ერთხელ, მოგიწოდებთ, ჩაიტაროთ კოვიდის საწინააღმდეგო ვაქცინაცია”- წერს შიოშვილი.
კახეთის სახელმწიფო რწმუნებულს, კოვიდ-19, 14 ნოემბერს დაუდგინეს. ვინ გახდა ირაკლი შიოშვილის ინფიცირების წყარო, დაუდგენელია, რადგან რეგიონის პირველი პირი, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, კახეთის რეგიონის სხვადასხვა მუნიციპალიტეტში შეხვედრებს ატარებდა.
ცნობისთვის, კახეთის სახელმწიფო რწმუნებული, კოვიდსაწინააღმდეგო სინოფარმის წარმოების ვაქცინით, რამდენიმე თვის წინ აიცრა.