ქობულეთის კულტურის სახლის შენობაში წყალი ჩადის

403

დაზიანებული ჭერი, ჩამოცვენილი ბათქაში და დანესტილი  კედლები. ასეთი ვითარებაა  ქობულეთის კულტურის სახლის შენობაში. აქ წვიმის დროს წყალი  სახურავიდან ოთახებში ჩადის. ინფორმაციას აჭარის ტელევიზია ავრცელებს.

ქობულეთის მერიის ინფრასტრუქტურის სამსახურში ამბობენ, რომ უკვე მიმართეს შემსრულებელ კომპანიას სახურავის მოწყობასთან დაკავშირებით. იმის მიუხედად, რომ სატენდერო პირობების ვადა ამოწურულია. ქობულეთის კულტურის სახლის მშენებლობა, შპს „ემტეემმა“ 2015 წელს დაასრულა.

პროექტისთვის  აჭარის ბიუჯეტიდან კაპიტალური ტრანსფერით, 2-მილიონ ლარზე მეტი იყო გამოყოფილი.

რაც შეეხება შენობის შიდა სამუშაოებს, მისი რემონტი მომავალი წლის ბიუჯეტში იქნება გათვალისწინებული. საპროექტო დოკუმენტაციის მომზადება დაწყებულია.