წყალტუბოში, სოფელ ტყაჩირში, საბავშვო ბაღის შემოსაღობად 20 ათას 193 ლარია გამოყოფილი. სამუშაოების შესასრულებლად ტენდერს წყალტუბოს მუნიციპალიტეტი აცხადებს.
უწყების ცნობით, სატენდერო წინადადებების მიღება 27 ოქტომბერს დაიწყება და 1 ნოემბერს დასრულდება. სამუშაოს შესრულების ვადად ხელშეკრულების გაფორმებიდან 42 კალენდარული დღე განისაზღვრება.
მიმწოდებელი ვალდებულია, ამავე ვადაში წარმოადგინოს უფლებამოსილი პირის მიერ გაცემული ექსპერტიზის დადებითი დასკვნა შესრულებული სამუშაოების ხარისხზე, მოცულობასა და ფასებზე.
წყარო: რადიო “ძველი ქალაქი”