ოზურგეთში ჯორჯიაშვილის ქუჩის მცხოვრებლებისთვის წყლის ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა

674

წყალმომარაგების კომპანიის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, ოზურგეთში, ჯორჯიაშვილის ქუჩაზე წყლის ახალი ქსელის მოწყობა დასრულდა, სადაც 1 კმ-მდე ახალი მაგისტრალური მილი მოეწყო.

აღნიშნულ ქუჩაზე, წლების განმავლობაში არ არსებობდა წყალმომარაგების ცენტრალური სისტემა, რის გამოც მოსახლეობა წყალს თვითნებურად მოწყობილი ჭებიდან იღებდა.

მათივე ცნობით, სამუშაოების ფარგლებში ახალი სისტემები გაკეთდა და მოწესრიგდა ინფრასტრუქტურა. შედეგად, ადგილობრივებს პრობლემები საბოლოოდ მოუგვარდათ და სტაბილური წყალმომარაგებით სარგებლობენ.

კომპანია რეგიონებში წყლისა და წყალარინების ინფრასტრუქტურის მშენებლობა-რეაბილიტაციას აქტიურად აგრძელებს.