ხარაგაულის მერის მოადგილე: ხუნევის საბავშვო ბაღის პროექტი საკონსულტაციო საბჭომ მოიწონა

328

ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობისპროექტი სამხარეო საკონსულტაციო საბჭომ მოიწონა. ამის ესახებ ხარაგაულის მერის მოადგილე დავით დევდარიანმა განაცხადა. ინფორმაციას ჩემი ხარაგაული ავრცელებს.

ხუნევის საბავშვო ბაღის აშენება საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამის ფარგლებში, ევროკავშირის მხარდაჭერით იგეგმება.

„ეს პროექტი სამთავრობო კომისიას გადაეგზავნება და მათგან საბოლოო დასტურის შემდეგ შენობის ასაშენებლად ტენდერს გამოვაცხადებთ, – ამბობს დავით დევდარიანი, – საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამიდან დაფინანსების მოსაპოვებლად სამხარეო საკონსულტაციო საბჭოს „დევების“ სკვერის რეაბილიტაციის პროექტიც წარვუდგინეთ.

საბჭო, სავარაუდოდ, ამ პროექტს ნოემბრის ბოლომდე განიხილავს“.

დავით დევდარიანის ინფორმაციით, ხუნევის საბავშვო ბაღის მშენებლობის ღირებულება 619 ათასი ლარია.

ხუნევის საბავშვო ბაღის შენობა მოძველებული და ავარიულია.