პრემიერმა ქვემო ქართლის მუნიციპალიტეტების მერებს დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა

205

საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება.

მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახურის ინფორმაციით, მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა ქვემო ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული ქვემო ქართლის მხარეში შოთა რეხვიაშვილი.

მთავრობის მეთაურმა მერებს დაგეგმილი პროექტების განხორციელებაში ცენტრალური მთავრობის მაქსიმალური მხარდაჭერა აღუთქვა და აღნიშნა, რომ ნებისმიერი გადაწყვეტილება თუ ახალი ინიციატივა, თანხვედრაში უნდა იყოს ადგილობრივი მოსახლეობის საჭიროებებსა და პრიორიტეტებთან და ყველა პროექტი მაქსიმალურად მოკლე ვადაში და ეფექტიანად განხორციელდეს.