საქართველოს პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებში გამარჯვებულ მერებს ხვდება. მთავრობის მეთაურმა მორიგი შეხვედრა შიდა ქართლის რეგიონის მუნიციპალიტეტების მერებთან გამართა. შეხვედრას ესწრებოდა სახელმწიფო რწმუნებული შიდა ქართლის მხარეში ვალერიან მჭედლიძე.
მთავრობის მეთაურმა აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანია საქმეზე და მოსახლეობის კონკრეტულ საჭიროებებზე კონცენტრირება, რათა მათ წინაშე არსებული გამოწვევები მაქსიმალურად მოკლე ვადაში და ეფექტიანად გადაიჭრას.
ირაკლი ღარიბაშვილმა მერებს კიდევ ერთხელ დაუდასტურა მზადყოფნა უშუალო კოორდინაციისთვის და აღნიშნა, რომ მათ ცენტრალური მთავრობის მხრიდან მაქსიმალური ხელშეწყობა ექნებათ.